ცისფერი თვალები
თუ ზუსტად განვსაზღვრავთ ადამიანის თვალის ფერს, შევძლებთ მისი ხასიათის ძირითადი ელემენტების ამოცნობასაც...
განვიხილოთ ცისფერი თვალები: ცისფერთვალება ადამიანები ძალიან მგრძობიარე და რომანტიკოსები არიან.ხშირად იგონებენ გრძნობებს.ძალიან ადვილად სწყინთ და დიდხანს არ ავიწყდებათ...ყველაფერს მძაფრად განიცდიან და ადვილად ვარდებიან დეპრესიაში, თუმცა მიუხედავად სენტიმენტალურობისა, მათი გრძნობა ხშირად სულაც არ არის ხოლმე ღრმა და ნამდვილი.
ცისფერი ცივი ფერია და რაც უფრო ღია ცისფერია ადამიანის თვალის ფერი, მით უფრო ნაკლები სითბო იქნება ამ ადამიანის გულში.
ცისფერთვალება ადამიანები ხშირად უგულო და სასტიკიც კი არიან.მით უმეტეს, თუ ცუდ ხასიათზე არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზობენ.
სასიყვარულო ურთიერთობებში უყვართ მრავალფეროვნება და ერთგულებას ვერავის პირდებიან.არიან გამტანი და მიზანდასახულები, ადვილად ეწყობიან გარემოს.გულუხვობა და კეთილსინდისიერება მათს ხასიათშია.
ხშირად ცისფერთვალება ადამიანები ნიჭიერი გამომგონებლები, ხელოვანები ან უბრალოდ ხელოვნების თაყვანისმცემლები არიან...მათ ყოველთვის მდიდარი ფანტაზია აქვთ.
ადამიანებს მუქი ცისფერი თვალებით ჩამოთვლილი თვისებები უფრო მეტად ახასიათებთ.თუ ცისფერ თვალებს ოდნავ შესამჩნევი თბილი ელფერი დაკრავს, ეს ადამიანი უფრო დამყოლი ხასიათის იქნება და ნამდვილი სიყვარულიც შეეძლება.