ჯეიმზ იუჯინ „ჯიმ“ კერი
ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი დამუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა. მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი. ჯიმი 14 წლის იყო როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში. 1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში. ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში „კუპერის მთები“. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა „ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი“. მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები „ნიღაბი“ და „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი“, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა. კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი „მეკაბელე“, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით „მატყუარა, მატყუარა“. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა „ტრუმენის შოუ“ და „ადამიანი მთვარეზე“. „ტრუმენის შოუმ“ მიიღოოსკარის სამი ნომინაცია, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში „ადამიანი მთვარეზე“. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ყოვლისშემძლე ბრიუსი“, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში „ყოველთვის თქვი დიახ“, ასევე აახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში „ჰორტონს ესმის“ (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი, მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში „საშობაო ისტორია“ (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები „მაჯესტიკი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი „რიცხვი 23“ (2007) ჯიმ კერი არის მეტალ-ჯგუფ კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდა პრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა „ეის ვენტურაა“. ხოლო ფილმების „ნიღაბის“ და „ყოვლისშემძლე ბრიუსის“გაგრძელებებში მონაწილეობაზე მან უარი განაცხადა.ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიკული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან. ჯიმმა ლორენი „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის“ გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა „მე, ისევ მე და ირენში“ თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.