Marcello Vincenzo Domenico Mastroianni
დაიბადა 1923 წლის 28 სექტემბერს
გარდაიცვალა 1996 წლის 19 დეკემბერს
დიდი მარჩელო, ერთ პატარა ქალაქში კი არა, დიდ სოფელშიდაიბადა, მშობლები ჩვეულებრივი გლეხები ჰყავდა...
ომის დროს გერმანელთა ტყვეობაში მოხვდა დასაკონცენტრაციო ბანაკშიც ამოყო თავი; მადლობა ღმერთს, რომგადაურჩა იქაურობას, ვენეციამდე ჩაღწევა მოახერხა და ომისდამთავრებამდე ერთი ქალბატონის ბინაში იმალებოდა...
პირველ ფილმში 1947 წელს გადაიღეს.
1950 წლისათვის უკვე 20-მდე ფილმში ჰქონდა მონაწილეობამიღებული (საერთოდ კი 100-ზე მეტია ფილმია მის ანგარიშზე)და, მსოფლიო თუ არა, ევროპა მაინც იცნობდა მას.
1950 წელს ცოლად შეირთო ვინმე ფლორა კარაბელლა დამასთან თითქმის 20-წლიანი სამეუღლეო პრაქტიკა გაიარა,რომლის განმავლობაშიც ქალიშვილის ყოლაც მოახერხა.
ყველაფერი 20 წლის შემდეგ დაიწყო... პარიზში
"ფლორა, ფლორა, მან მე უარი მითხრა" - ჩასძახოდა ყურმილს გამწარებული მარჩელო - მე სიკვდილის მეტი არაფერი მინდა!" კანონიერი ცოლი კი (ფლორა კარაბელა), რომელმაც მარჩელოს ნება დართო პარიზში წასულიყო და მისი საოცნებო ქალისათვის სიყვარული აეხსნა, მშვიდი ტონით ურჩევდა ქმარს, სატელეფონო საუბრების ვალი დაეფარა და რომში დაბრუნებულიყო.
იმავე საღმოს მარჩელო, ნაწანწალები ძაღლივით ბუხართან იყო მიმჯდარი და ცოლის საყვედურებსისმენდა; ფლორამ იმიტომ დართო ნება მას "მცირეოდენი გართობისა", რომ ღრმად იყო დარწუნებული -ვერცერთი ლამაზმანი ვერ დაარღვევდა მათს 20-წლიან საოჯახო იდილიას. შეუღლებისთანავე ცხადი იყო ამქალისათვის, რომ (ეს კალმით ნახატი) მარჩელო მისი ერთგული უბრალოდ ფიზიკურად ვერ იქნებოდა დამაშინვე აპატია ქმარს ყველა წარსული და მომავალი საღალატო გასეირნებანი. ფლორას ერთი იტალიურისიბრძნეც კარგად ახსოვდა - "იტალიელი კაცი შეიძლება აღმერთებდეს ცოლს, ფეხქვეშ ეგებოდესსაყვარლებს, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით მას მხოლოდ საკუთარი დედა უყვარს""- და ამიტომაცზედმეტი სკანდალებით არ აწუხებდა მარჩელოს... ხანდახან კი ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით,დატუქსავდა ხოლმე მას.
მაგრამ ამჯერად პარიზიდან დაბრუნებულ მარჩელოს, მგონი, ბევრად უფრო სერიოზული სენი შეჰყროდა; ესარ იყო რაღაც "მცირეოდენი გართობა", ის ვიღაც "ფრანგი გომბიო", მგონი, მართლა შეჰყვარებოდა მარჩელოს.
...და ფლორა არ შემცდარა
მთელი წლის განმავლობაში მარჩელო ემუდარებოდა ფლორას, რომ განქორწინება მიეცა მისთვის; ფლორაუარზე იდგა - ხან ემუქრებოდა და ხან ფეხებს უკოცნიდა, მეზობლების თვალწინაც კი გათათხა ერთხელ(იტალიურ სტილში), მაგრამ მარჩელოს არაფერმა უშველა. ბოლოს ფლორამ სახალხოდ აკადრა - "უკვე 49წლის ხარ და აღარაფერი შეგიძლია" და არც ამან გაჭრა... მარჩელო ისევ განქორწინებას ითხოვდა და ფლორადანებდა... ...განქორწინდნენ!
...გახარებული მარჩელო პარიზისაკენ გაფრინდა. მართალია, ის "ფრანგი გომბიო" სატელეფონოზარებზედაც აღარ პასუხობდა, მაგრამ მარჩელოს სჯეროდა, რომ ამ ქალს მაინც მოიგდებდა ხელთ;ბოლოსდაბოლოს იგი ხომ მსოფლიო დონის მსახიობი მარჩელო მასტროიანი იყო?!
"ფრანგი გომბიო" კი კეტრინ დენევი გახლდათ!
მათ ერთმანეთი 1970 წელს, გადაღებებზე გაიცნეს; პირველად რომ შეავლო თვალი - "ჩვეულებრივინომენკლატურული ლამაზმანიაო" - გაიფიქრა მარჩელომ, მაგრამ რაღაც ყურადღების გამოჩენა მაინცმოისურვა - სუნამო შეუქო და დაუფასა "კლასიკურად გატრუნულ" კეტრინს. არა, მარჩელოს მართლაუყვარდა სუნამოები, მას რაღაც ბუნებრივი მიდრეკილება ჰქონდა სურნელებისადმი და საკუთარი მამაც კიმხოლოდ სუნით ახსოვდა. იმხანად მარჩელო ერთგვარ სატრფიალო დეპრესიაში იყო ჩავარდნილი; მცირეხნით ადრე მას სამუდამოდ გაეწყვიტა კავშირი ჰოლივუდელ ფეი დანაუეისთან და მძიმედ განიცდიდა ამას.მან სიყვარულის გლოვის ნიშნად (...რასაც აშკარა დემონსტრირებას უკეთებდა) თმები მოკლედ შეიჭრა,თვალებზე შავი სათვალეები გაიკეთა და მთელ საღამოებს თავის ავტოფურგონში ატარებდა...
ხომ უნდა სცოდნოდა მთელ მსოფლიოს, რომ მარჩელო იტანჯებოდა?!
სხვათა შორის იმხანად კეტრინიც იტანჯებოდა, რადგან სულ ახალი დაშორებული იყო მორიგ ქმართან,ფრანსუა ტრიუფოსთან და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 27 წლის გახლდათ, მარჩელოს უკვე "ცივიდა უკარება" ქალის სახელით გააცნეს (უფრო სწორად წაეჭორავნენ მომავალ პარტნიორზე).
"ვინც გინდათ ის იყოსო” - უპასუხა მასტროიანიმ და კვლავ ავტოფურგონში ჩაიკეტა.
სიყვარულის დილეგში
დაიწყო გადაღებები, მარჩელო და კეტრინი ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, რომლებსაც დაკარგული შვილისხსოვნა აერთიანებდათ. მსახიობები, მოგეხსენებათ, უმაღლესხარისხოვანნი იყვნენ, მაგრამ რეჟისორი ნადინტრენტინიანი მაინც რაღაცით უკმაყოფილო გახლდათ და ასეთი რამ მოიფიქრა: მასტროიანი და დენევი ერთმშვენიერ დღეს ოთახში ჩაკეტა, თვითონ და მთელი გადამღები ჯგუფი კი იქაურობას გაშორდნენ, რათა კარიარავის გაეღო მათთვის. ოთახში თითქმის არ იყო ავეჯი, არც ტელევიზორი და ტელეფონი, არანაირიგაზეთები... იყო მხოლოდ მცირეოდენი საკვები და, რა თქმა უნდა, სასმელი...
ორიოდე დღის შემდეგ პატიმრები გარეთ გამოუშვეს; გადასაღები სცენა დიდებულად, სულ "ვაშა, ვაშას"ძახილით გადაიღეს და... ერთი სიტყვით, მარჩელოს და კეტრინს ერთმანეთი შეუყვარდათ!
...და სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო!
კაცი რომში ცხოვრობდა, ქალი პარიზში; ისინი ყოველდღე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს (ტელეფონით!); კაცი(მარჩელო) ათას მიზეზს თხზავდა, რომ დღეცისმარე არ გამოეტოვებინა სატელეფონო საუბრის გარეშე; "საღამოს კი რაიმე ყვავილს ავიღებდი ხოლმე (სულერთია რომელს - გვირილას, ნარცისს, ვარდს...),ვწყვეტდი ფურცლებს და ვეკითხებოდი - "ვუყვარვარ არ, ვუყვარ... იმ ქალს (კეტრინს)" - ასე იგონებსმარჩელო თავის იმჟამინდელ ყოფას. მთელი რომი კი გაოცებული ადევნებდა თვალს საღამოობით ყვავილითხელში მოსეირნე მარჩელოს და ვერაფრით გარკვეულიყო თავისი კერპის სულიერ მდგომარეობაში.
დილით ისევ მეორდებოდა: - "რომში ჩამოვიდე?! ჩქარი მატარებლით?! არა, მარჩელო, ვერ ჩამოვალ,გადაღებები მაქვს; ხმას რატომ არ იღებ, ცუდად ხომ არ ხარ?! მარჩელო... მარჩელო?!"
- "კარგად ვარ... მაგრამ მოვკვდი"
...და ასე შემდეგ... ყოველდღე!
O,Paris, Paris!
სხვა გზა აღარ ჰქონდა მარჩელოს, ადგა და პარიზში გადასახლდა, სადღაც ლათინურ კვარტალში ბინაიქირავა, კეტრინის საყვარელი სუნამოთ გაჟღინთა ბალიში და მოთმინებით აღიჭურვა.
ფლორაც ელოდა მარჩელოს და სწამდა, რომ მისი ქმარი აუცილებლად დაუბრუნდებოდა ოჯახს...
დიახ, გადასახლდა მარჩელო პარიზში, რათა ახლოს ყოფილიყო სანატრელ სატრფოსთან, მაგრამ ვერც ამანუშველა საქმეს, რადგან კეტრინი (დენევზე მოგახსენებთ) გადაღებების მომიზეზებით თავს არიდებდა თავისიტალიელ მიჯნურს. გადაღებების გარდა, მათს შეხვედრებს კეტრინის ვაჟის, კრისტიანის არსებობაცუშლიდა ხელს, რადგან მკაცრი და კარგამოკეტილი დედის ნება-სურვილით მას უცხო მამაკაცი ახლოს არუნდა გაჰკარებოდა. მარჩელო კი... მარჩელო ნაირგვარ სათამაშოებს უგზავნიდა კრისტიანს (მას ბავშვებინამდვილად უყვარდა!), არც საჩუქრებზე ინანებდა ფულს, მაგრამ არ იქნა და არ გალღვა ამ ფრანგი ქალისგული...
...და მაინც გალღვა
ახლა წარმოიდგინეთ სიყვარულით ჭკუადაკარგული მარჩელო მასტროიანი, წარმოიდგინეთ პარიზის საამოსაღამოს ფონზე გაფენილი იტალიური სასიყვარულო ფრაზები (წარმოიდგინეთ?) და საკუთარ თავსუპასუხეთ (ქალბატონებს მივმართავთ) - გაუძლებთ ყოველივე ამას და არ უპასუხებთ - ჰო, მარჩელო... მეცმიყვარხარო! (...ნებისმიერ ენაზე!).
დაახლოებით ასეთი რამ დაემართა კეტრინ დენევსაც და არა მარტო დაემართა, მოხდა სასწაული -მელანქოლიური კეტრინი პარიზის ყველაზე მხიარულ ქალად იქცა; მან მარჩელოსთან ერთად საფრანგეთისყველა პრესტიჟული რესტორანი მოიარა, იგი აღარც ბანკეტებს ერიდებოდა და აღარც დანსინგებს!...
აი, ესაა სიყვარული!
ბედნიერებით გაოგნებული მარჩელო კი პატარა ბიჭს დაემსგავსა; მართალია, მან იცოდა, როგორ უნდამოენადირებინა ქალის გული (მანამდე საყვარლები არ ჰყავდა, თუ რა?), იცოდა, რომ საჩუქრებითა დაზიზილ-პიპილებით უნდა აევსო სატრფოს შემოგარენი, მაგრამ კეტრინი სხვებს არ ჰგავდა - იგი არასოდესარაფერს ითხოვდა; ასე რომ. მარჩელო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მან არ იცოდა, როგორეამებინა სანატრელი ქალისათვის, მით უმეტეს, რომ ნებისმიერ საჩუქარს კეტრინი საკმაო გულგრილობითხვდებოდა. ბოლოს მთალად გაიგიჟა თავი (დიახ, მარჩელომ!) და კეტრინს ნიცაში, ზღვის პირას, მწვანეშიჩაფლული ვილა უყიდა. აქ ერთხელაც გალღვა კეტრინის გული და მარჩელოს მადლიერი თვალით შეხედა,მაგრამ... პარიზში დაბრუნებულ მარჩელოს სასტუმროს მოხელემ ახალთახალი "იაგუარის" გასაღებიგადასცა. მანქანები ყოველთვის წარმოადგენდნენ მარჩელოს სისუსტეს, მაგრამ ამჯერად მას გუნებაგაუფუჭდა, რადგან "იაგუარი" მას კეტრინმა აჩუქა და თითქოს აგრძნობინა - ვალში არასოდეს დაგრჩებიო...
ეს ხომ შეურაცხყოფაა ნამდვილი მამაკაცისთვის?!
მაგრამ ნიცაში და "იაგუართან" მათ მაინც ბედნიერი დღეები გაატარეს, თუმცა ერთი რამ მაინც ჩრდილავდამათს ბედნიერებას - მარჩელოს ხმაურიანი, სტუმრებით სავსე საღამოები უყვარდა, კეტრინს კი ჭირივითსძულდა შეზარხოშებული საზოგადოება. "პიკნიკის" მეორე დღეს მარჩელო ღრიალებდა და თმებს იგლეჯდა- რით ვერ გასიამოვნე... მთელი ჩემი ფანტაზია გავაუპატიურე, რათა შენთვის ორმოცი სადღეგრძელოშემეთხზაო! (ეს მარჩელოს სიტყვებია) და მაინც ვერაფრით დავიმსახურეო შენი ღიმილი!... კეტრინი კიგულგრილად დუმდა, მალე იგივე მეორდებოდა, კეტრინი ისევ დუმდა... გულგრილად; მესამდებოდა დაისევ დუმდა... მაგრამ ერთხელ ვეღარ მოითმინა და უპასუხა: "ბავშვობაში ერთმა მთვრალმა გამაუპატიურადა მას შემდეგ მეშინიაო მათი" (ეს კეტრინის სიტყვებია)
საბრალო კეტრინი!
კეტრინს ჟურნალისტებიც ეჯავრებოდა, სათოფედ არ იკარებდა მათ და, ალბათ, საამისო მიზეზიც გააჩნდა;მარჩელოს კი, სიამით აღავსებდა ამ ჭორიკანა არსებებთან ბაასი და სწორედ ამ საკითხში დაუშვა ისშეცდომა, რაც ლამის სიყვარულის ფასად დაუჯდა მას.
ერთ მშვენიერ დღეს, ფლორასაგან განქორწინების თანხმობა რომ მიიღო, მარჩელომ საბოლოოდ გადაწყვიტაკეტრინისათვის ხელი ეთხოვა და თავისი "იაგუარით" საყვარელი ქალის სახლისაკენ გაეშურა; თან ორიოდეჟურნალისტიც გაიყოლა (როგორც წესი და რიგია!) და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - კეტრინ დენევმასახალხოდ განაცხადა, რომ არასოდეს აპირებს ამ იტალიელის ცოლობას... მიზეზი კი იმ ჟურნალისტებისთანხლება იყო!
O, Mamma Mia!
აქამდე მარჩელოს თავად საყვარლები აბეზრებდენ თავს და ურთიერთობათა დაკანონებას ცდილობდნენ,მარჩელო კი, როგორც ნამდვილ იტალიელ დონ ჟუანს შეეფერება, მარჯვედ იცილებდა თავიდან ამ ხიფათს...ახლა კი, მან, მარჩელომ, ხელი სთხოვა ქალს (....რომელიც თურმე უკვე მარჩელოს შვილს ატარებდამუცლით... ეს ჯერ მარჩელომ არ იცოდა) და უარი მიიღო?! O,Mამმა Mია! ეშმაკმაც დალახვროს ეს პარიზი დამისი ლამაზმანებიც, მორჩა იტალიაში ვბრუნდები... დამთავრდა (ეს მარჩელოს ფიქრებია)... და დაბრუნდაკიდეც იტალიაში, სადაც თავქარიანობისათვის იგი თავად ფედერიკო ფელინიმ და ჯულიეტა მაზინამაც კიგაკიცხეს თურმე...
მაგრამ სულ მალე...
დადგა 1971 წლის გვიანი შემოდგომა და მთელი მსოფლიოს გაზეთები სენსაციამ მოიარა - მარჩელო დაკეტრინი პარიზის უნივერმაღებში ბავშვის ტანსაცმელს ყიდულობდნენო. მარჩელო ბედნიერების საზღვრებსვერ სცნობდა, იგი წამითაც არ შორდებოდა ფეხმძიმე კეტრინს, ექიმთანაც კი დაჰყვებოდა და დაწვრილებითსწავლობდა მისი ორსულობის მსვლელობის ყველა ნიუანსა და ასე და ამრიგად იშვა გოგონა, რომელსაცმამამ კიარა-შარლოტა დაარქვა და 50 წლის ასაკში მყოფმა (მცირე ხნით) სრულყოფილად იგრძნო, თუ რაარის ამქვეყნიური ბედნიერება.
მარჩელოს კიარა გამორჩეულად უყვარდა; მას სხვა ქალიშვილიც ჰყავდა ოფიციალური ცოლისგან,არაკანონიერ შვილებს ხომ თვლა არ ჰქონდა (სხვათა შორის ისინიც ყველა გოგონები იყვნენ), მაგრამ კიარა-შარლოტა მაინც ყველას და ყველაფერს ერჩია ამქვეყნად და როცა ჟურნალისტებმა ერთხელ ამის მიზეზიციკითხეს, მარჩელომ უპასუხა - "მე მის დედას ვაღმერთებო!"
კიარა ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი დედ-მამა საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს... დაშორდნენ ისე,რომ დაქორწინება მაინც ვერ მოახერხეს და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ამის მიზეზი მაინც კეტრინი,უფრო სწორად მისი თავნება ხასიათი იყო - იგი უბრალოდ ვერ ეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას დავერ წარმოედგინა საკუთარი თავი ვინმეს, არათუ ბატონობის, არამედ თანაზიარობის ჭრილშიც კი... ესამბავი მარჩელოსათვის საბოლოოდ მაშინ გაცნობიერდა, როცა მან ერთ ჟურნალში ამოიკითხა ამბავი იმისა,თუ როგორ უყვარდა რეჟისორ როჟე ვადიმს კეტრინი, როგორ შექმნა მისგან მსახიობი და შვილის შეძენისშემდეგ როგორ მიიღო მისგან უარი...
რა ვქნათ - ასეთი ქალია!
... და მარჩელო დაუბრუნდა თავის მარად ერთგულ ფლორას, თუმცა არასოდეს გაუწყვეტია კავშირიკიარასთან, რომლის ხილვა სიცოცხლით აღავსებდა მსოფლიო კინოს მაესტროს.
ერთხელ მამა შვილთან ჩასულა პარიზში და მასთან ერთად კინოთეატრში წასულა. ფილმიც საგანგებოდშეარჩიეს თურმე - ის, სადაც დედა (კეტრინი) თამაშობდა. მცირე ხნით ისინი, სამივე ისევ ერთადაღმოჩნდნენ და კიარა სიხარულს ვერ მალავდა, მაგრამ მალე მასაც გაუფუჭდა ხასიათი და მარჩელოსკატეგორიულად მოსთხოვა:
- "წავიდეთ მამა აქედან..."
- "რატომ, შვილო?!"
- "იმიტომ, რომ მეცოდები... შენ ფილმს არ უყურებ... შენ ტირიხარ!"
...დიახ, კეტრინ დენევმა მასტროიანის სიყვარული უარყო!