©
დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ ხდება, რომ თითქოსდა უნაკლო გარეგნული მონაცემების მქონე ლამაზმანის მიმართ მამაკაცი ხშირად გულგრილი რჩება მაშინ, როცა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ, უბრალო გარეგნობის ქალს თაყვანისმცემლებისგან მოსვენება არა აქვს?! სწორედ ეს გახლავთ ქალური შარმის საიდუმლო - ის, რასაც, შესაძლებელია, თავად ქალი ვერც კი აცნობიერებდეს, მამაკაცის ყურადღების მიღმა არასოდეს დარჩება💝💝🌸💐💐👑👑საინტერესოა, რომ გამოკითხვისას ერთი, კონკრეტული თმის ფერისა ან აღნაგობისთვის უპირატესობა არავის მიუნიჭებია. ზოგადად კი მამაკაცებს არ მოსწონთ გარეგნულად თუ შინაგანად ხელოვნური, ანგარებიანი, ინფანტილური და მეწვრილმანე ქალები. ქალური მომხიბვლელობა ძალზე ინდივიდუალურია და არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება. გამოხედვა და ჟესტები, ღიმილი და ხმის ტემბრი - მამაკაცი ამ ყველაფერს ერთიანობაში აღიქვამს და მისთვის სასურველი ქალიც სახეზეა. ალბათ ამიტომაც არის ასეთი ძნელი, იპოვო ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებული დარჩება შენი მცირედი უცნაურობებით და შენი პატარა ფიზიკური ნაკლიც კი ეყვარება. ასე რომ, სიყვარული მხოლოდ ლამაზმანთა ხვედრი როდია. ნებისმიერ ქალს შეუძლია ვიღაც ერთისთვის იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე - სხვისთვის --------------------------------------------------------- 💡ამიტომ, მანდილოსნებო, არ ღირს სრულყოფილებასთან მიახლოებულ, იდეალურ ქალთან მსგავსებაზე იოცნებოთ და ძირფესვიანად გარდაქმნათ საკუთარი ნატურა. ამგვარი გზით მიღწეული სრულყოფილება წარმატებას ნაკლებად მოგიტანთ. ის ხიბლი კი, რაც სწორედაც რომ თქვენს ინდივიდუალობაშია, შესაძლებელია, სამუდამოდ გაქრეს